ზელენსკი გერმანიაში, „რამშტაინის“ სამხედრო ბაზაზე ჩავიდა

“ჩავედი „რამშტაინის“ ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამზე დაწერა.

მისივე ინფორმაციით, ის შეხვდება აშშ-ისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებს, ლოიდ ოსტინსა და ბორის პისტორიუსს, ასევე ცალკე მოლაპარაკებებს გამართავს კანცლერ ოლაფ შოლცთან.

“ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილება და საშუალებები, რათა შეაჩერონ რუსული საჰაერო ტერორი, საჭიროა, დაანონსებული დახმარების პაკეტებიდან ყველა იარაღი ბოლოს და ბოლოს მოხვდეს საბრძოლო ბრიგადებში”,– დაწერა ზელენსკიმ.

გერმანიიდან ზელენსკი იტალიაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები