უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ნიუ-იორკის დასახლების ნაწილი დაიბრუნეს

უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადის, “აზოვის” ჯარისკაცებმა ნიუ-იორკის დასახლების ნაწილი თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ დააბრუნეს და უკრაინელი სამხედროები რუსული ალყისგან გაათავისუფლეს, – ინფორმაციას „აზოვი“ ტელეგრამზე ავრცელებს.

“ბრიგადის მებრძოლების მაღალი საბრძოლო სულისკვეთების, გამბედაობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, “აზოვმა” მოახერხა სიტუაციის სტაბილიზაცია, ნიუ-იორკის ნაწილის კონტროლის ქვეშ დაბრუნება და მტრის მიერ ალყაში მოქცეული თავდაცვის ძალების გათავისუფლება”, – აცხადებენ ბრიგადაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები