დონალდ ტრამპი: არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შევქმნი მთავრობის ეფექტურობის კომისიას, რომელსაც ილონ მასკი უხელმძღვანელებს
დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შექმნის მთავრობის ეფექტურობის კომისიას, რომელსაც ილონ მასკი უხელმძღვანელებს,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
ტრამპის განცხადებით, ილონ მასკი დათანხმდა აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელობას.
„მე შევქმნი მთავრობის ეფექტურობის კომისიას, რომელსაც დაევალება მთელი ფედერალური მთავრობის სრული ფინანსური და ოპერატიული აუდიტის ჩატარება, ასევე ყოვლისმომცველი რეფორმების რეკომენდაციების შემუშავება. როგორც უპირველესი პრიორიტეტი, ეს კომისია ექვსი თვის განმავლობაში შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას თაღლითობისა და არასწორი გადახდების სრულად აღმოსაფხვრელად. ეს დაზოგავს ტრილიონ დოლარს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.