ლევან მაჭავარიანი – ერმილე გიგიაძეზე: ამ ადამიანის სიცოცხლის შეწირვაში, რა თქმა უნდა, ყველანი კოლექტიურად არიან დამნაშავეები

მმართველი გუნდის წევრი ლევან მაჭავარიანი წყალტუბოში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

„ეს არის მაგალითი, თუ როგორ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგადად რადიკალური ოპოზიციის, რადიკალური „ენჯეო“ სექტორის ფსევდოლიბერალური ფაშიზმი. ამაში დამნაშავე მარტო ეს რადიკალური ოპოზიცია და რადიკალური „ენჯეოები“ არ არიან. ამაში დამნაშავეები არიან ის დონორი ორგანიზაციებიც, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებენ. ამ ადამიანის სიცოცხლის შეწირვაში, რა თქმა უნდა, ყველანი კოლექტიურად არიან დამნაშავეები“, – აცხადებს მაჭავარიანი.

ცნობისთვის, “იმედის“ ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წევრ ერმილე გიგიაძეს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები