კანადა უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას 2025 წლისთვის გადასცემს

კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას გეგმავს, – ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა.

როგორც კანადის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, კანადა აშშ-ის შეკვეთას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების წარმოების შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს მიუერთდა. დაგეგმილია 10 კომპლექსის წარმოება და შემდეგ მათი უკრაინისთვის გადაცემა.

ბილ ბლერის თქმით, რაკეტების მიწოდება 2025 წლის დასაწყისში განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები