რუმინეთის პრეზიდენტმა ოფიციალურად დაადასტურა უკრაინისთვის “პატრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემა

რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა, უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადაცემის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა, – ინფორმაციას News.ro ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, Patriot PAC-3-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა უმოკლეს ვადაში, საბრძოლო მორიგეობაზე დადგება.

დოკუმენტი ითვალისწინებს აშშ-ში შეძენილი შვიდი “პატრიოტის” კომპლექსიდან ერთ-ერთის უკრაინისთვის გადაცემას. ახალი სისტემის შესყიდვის ხარჯებს უკრაინისთვის გამოყოფილი საერთაშორისო სახსრები დაფარავს. ასევე, აშშ-ის “პატრიოტის” სისტემის შეცვლა არ უნდა ღირდეს იმაზე მეტი, ვიდრე მანამდე რუმინეთმა გადაიხადა.

მთლიანობაში, ნატოში კიევის მოკავშირეები უკრაინას შვიდ საჰაერო თავდაცვის სისტემას დაჰპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები