უკრაინის რადამ სტეფანიშინა იუსტიციის მინისტრად დანიშნა
უკრაინის უმაღლესმა რადამ იუსტიციის მინისტრად უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი, ოლგა სტეფანიშინა დანიშნა,- ინფორმაცია დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა ტელეგრამზე გამოაქვეყნა.
შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 253-მა დეპუტატმა დაუჭირა.
უმაღლესმა რადამ უკრაინის ვიცე-პრემიერი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა.