რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, პოლტავაში დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა

პოლტავას საგანმანათლებლო დაწესებულებაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა,- ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ამ დროის მონაცემებით, 328 ადამიანია დაშავებული.

ექვსსართულიანი შენობა ნაწილობრივ დაინგრა. როგორც უწყებაში ამბობენ, ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არიან ადამიანები.

ამ დრომდე, მაშველებმა 2 ათას ტონაზე მეტი სამშენებლო ნარჩენის დემონტაჟი და ამოღება მოახერხეს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები