ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმიტომ აგვყავს, რომ ჩვენს სამხედროებზე გავცვალოთ
უკრაინა ერთ ტერიტორიას მეორეზე არ გაცვლის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
“ჩვენ არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია. მე ამას ყოველთვის ვამბობდი. ჩვენი ოპერაციები მიმართულია იმისკენ, რომ აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ არ გვჭირდება მათი ხალხი, მათი მოქალაქეები. მათი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმიტომ აგვყავს, რომ ისინი ჩვენს სამხედროებზე გავცვალოთ. ასეთივე დამოკიდებულება ტერიტორიების მიმართ გვაქვს. ჩვენ არ გვჭირდება მათი მიწა. არ გვინდა იქ ჩვენი უკრაინული ცხოვრება დავნერგოთ. ამას ვამბობ იმიტომ, რომ მესმის, რა არის საერთაშორისო სამართალი და მესმის, რა არის ამა თუ იმ სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემა”,– განაცხადა ზელენსკიმ.
მისი განცხადებით, კურსკის ოპერაცია არის უკრაინის გამარჯვების დიდი გეგმის ნაწილი, რომელსაც ის აშშ-ის პრეზიდენტს გაუზიარებს.