უკრაინის უმაღლესმა რადამ საგარეო საქმეთა მინისტრად ანდრეი სიბიგა დანიშნა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ანდრეი სიბიგას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი დაუჭირა,- ინფორმაციას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ტელეგრამზე ავრცელებს.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, შესაბამის გადაწყვეტილებას უკრაინის პარლამენტის 258-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ანდრეი სიბიგა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ამ თანამდებობაზე 2024 წლის ივლისში დაინიშნა.

მანამდე, რადამ, ხმათა უმრავლესობით, კენჭი უყარა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან დმიტრო კულებას გათავისუფლებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები