საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 3 სექტემბერს ორგანიზებული გამოცდის შედეგები ცნობილია

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 3 სექტემბერს ორგანიზებული გამოცდის შედეგები ცნობილია.

ცენტრის ინფორმაციით, შედეგების ნახვა შესაძლებელია პირადი ნომრითა და იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც ტესტირების დღეს გადაეცა აპლიკანტს.

“გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულის) დაგროვებას.

შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები