მალაიზიის პრემიერ-მინისტრს სურს, ქვეყანა BRICS-ის წევრი გახდეს

BRICS-ში გაწევრიანება მალაიზიას საშუალებას მისცემს, რუსეთის ფედერაციასთან და ალიანსის სხვა ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა გააძლიეროს,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანვარ იბრაჰიმმა განაცხადა.

„BRICS-ში გაწევრიანება საშუალებას მოგვცემს, გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან, განსაკუთრებით ვაჭრობის სფეროში. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. “, – განაცხადა მან აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის (EEF) პლენარულ შეხვედრაზე.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მალაიზია აპირებს განავითაროს და გააძლიეროს ეკონომიკური თანამშრომლობა ყველა ქვეყანასთან და არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან და ევროპის ქვეყნებთან.

ცნობისთვის, ბოლო 1 თვის მანძილზე, BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი თურქეთმა და აზერბაიჯანმა შეიტანეს.

ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე წევრი ქვეყნები, სავარაუდოდ, 22-24 ოქტომბერს რუსეთში დაგეგმილ სამიტზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები