უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის 78 “შაჰედიდან” 60 ჩამოაგდეს

ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის 60 კამიკაძე დრონი გაანადგურეს,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე „შაჰედის“ 78 უპილოტო საფრენი აპარატითა და „ისკანდერის“ ერთი ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ორი დრონი რუსეთში დაბრუნდა, ერთი კი – ბელარუსის ტერიტორიაზე. 15 საფრენი აპარატის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვა ღამით უკრაინის 12 ოლქში მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები