ჩეჩნეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ ომში ლგბტ ადამიანებს იძულებით აგზავნის

ჩეჩნეთის ხელისუფლება ლგბტ ადამიანებსა და ჰომოსექსუალურ ორიენტაციაში ეჭვმიტანილ პირებს უკრაინის წინააღმდეგ ომში იძულებით აგზავნის.

კრიზისული ჯგუფის, SK SOS-ის თანახმად, სულ მცირე, შვიდი ასეთი შემთხვევა არის ცნობილი.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ მამაკაცები, რომლებიც ეჭვმიტანილ ჰომოსექსუალებად არიან დაკავებულები, შანტაჟის მსხვერპლნი არიან. მათ სთავაზობენ არჩევანს: ან სისხლისსამართლებრივი დევნა და ციხეში ყოფნისას მათი ორიენტაციის გამჟღავნება, ან მილიონ-ნახევარი რუბლის გადახდა, ან უკრაინაში გაგზავნა.

უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ბევრისთვის გამოსასყიდის თანხა მიუწვდომელია და იძულებულნი არიან, ომში მონაწილეობისთვის კონტრაქტები გააფორმონ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დაკავებულთაგან ერთი უკვე გარდაიცვალა. უკრაინაში გაგზავნილი კიდევ ოთხი ადამიანის ბედი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები