უკრაინის რადამ დმიტრო კულება საგარეო მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის პარლამენტმა დმიტრო კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ფრაქცია „ხალხის ხმის“ დეპუტატზე, იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
დეპუტატის თქმით, გადაწყვეტილებას ხმა 240-მა სახალხო დეპუტატმა მისცა.
ასევე, უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზელენსკიმ კულებასთან დაკავშირებით განაცხადა, მას არ ჰქონდა საკმარისი ენერგია ენერგიის მიწოდების ხელშეწყობისთვის.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ დმიტრო კულებამ, საგარეო მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, უმაღლეს რადას განცხადებით მიმართა.