რუსეთი უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტზე უარს არ ამბობს – პუტინი

რუსეთის ფედერაცია უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტზე უარს არ ამბობს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

“თუ უკრაინა უარს იტყვის რუსული გაზის ტრანზიტზე, მისი მიწოდება ევროპაში შემცირდება და სხვა მიმართულებით წავა. ჩვენ, ჩვენი მხრივ, უარს არ ვამბობთ ამ ტრანზიტზე, რაც არ უნდა უცნაური იყოს ეს”,- განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, გაზპრომი აპირებს, გრძელვადიანი კონტრაქტებით, მათ შორის ტრანზიტით, ყველა ვალდებულება შეასრულოს. მისივე განმარტებით, გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება 31 დეკემბერს სრულდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები