უპილოტო საფრენმა აპარატებმა ბელარუსის საჰაერო სივრცე დაარღვიეს
გვიან ღამით,ბელარუსის საჰაერო სივრცე რამდენიმე უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია,- ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
ბელარუსის სამხედრო-საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების სარდლის პირველი მოადგილის სერგეი ფროლოვის განცხადებით, ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა.
„5 სექტემბერს, ღამე, ბელარუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატებით სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი განადგურების შესახებ“, – თქვა მან.
ბელარუსის თავდაცვის უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ, თუ ვის ეკუთვნოდა უპილოტო საფრენი აპარატები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “შაჰედის” რაკეტები უკრაინის საკუთრებაში იყო.
ამ დროისთვის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.