რესტავრაციამდე და რესტავრაციის შემდეგ – ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სამგზავრო ნესესერი

სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის რესტავრირებული სამგზავრო ნესესერის შესახებ სტატუსს აქვეყნებს ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია.
„რესტავრაციამდე და რესტავრაციის შემდეგ! ამ ფოტოებზე ყველაფერი ცხადად ჩანს… უნიკალური და გამორჩეული ნივთი: სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სამგზავრო ნესესერი… რომ წამოვიღე დედაქალაქში, მე თვითონ მიჭირდა მისი გადარჩენის დაჯერება…

რესტავრაციამდე

ეს ძვირფასი ნივთი ათეულობით წელი ინახებოდა ე.წ. „დესტრუქციულ ფონდში”… გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, განადგურებისათვის იყო განკუთვნილი… ასე ზეზეულად იშლებოდა და სამუდამოდ ქრებოდა… წარმოუდგენელი სამუშაო ჩატარდა, მხოლოდ ირაკლი ზამბახიძე თუ შეძლებდა ასეთ გამოწვევასთან შერკინებას, ბრწყინვალე რესტავრაცია განახორციელა… ჩვენმა იუველირმა გიორგი ეთერიამ ნესესერის თავზე მტვრის ფენაზე დარჩენილი ანაბეჭდის კონტურების საშუალებით შეძლო, აღედგინა დედოფლის სახელი „ეკატერინე“ და სამთავრო გვირგვინი, მერე კი ირაკლი ზამბახიძემ იუველირული სიზუსტით დასვა აღდგენილი დეტალი დანაკარგის ადგილას… მიხარია, რომ ამ პროექტის ხელმძღვანელი ვარ, მიხარია, რომ ძვირფასი არტეფაქტები მეორე სიცოცხლეს იბრუნებს…

რესტავრაციის შემდეგ

განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს, პროექტის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისათვის, დიდი მადლობა აშშ-ს საელჩოს საქართველოში, ჩვენი იდეის თანადგომისათვის… სულ მალე უნიკალური ნივთი ზუგდიდის დადიანების სასახლეს დაუბრუნდება და გამორჩეული დედოფლის ცხოვრების წვრილმანებს კიდევ უფრო ცხოველსა და ხელშესახებს გახდის“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები