შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას კიდევ 17 IRIS-T სისტემას მიაწვდის

გერმანიამ უკრაინას კიდევ 17 IRIS-T სისტემას მიაწვდის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შოლცის თქმით, გერმანია გააძლიერებს როგორც უკრაინის საჰაერო თავდაცვას, ასევე საკუთარ და ნატოს უსაფრთხოებას.

„გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისადმი არ ქრება. ჩვენ მივიღეთ სიფრთხილის ზომები და მივიღეთ კონტრაქტები და დაფინანსება დროულად, რათა უკრაინას ჩვენი იმედი კვლავ ჰქონდეს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები