ზელენსკი – მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებზე: ახალი ენერგია გვჭირდება, ცვლილება ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას უკავშირდება

უკრაინას ახალი ენერგია სჭირდება,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებს.

“მადლობელი ვარ მინისტრებისა და მთელი სამთავრობო გუნდის, რომელიც ოთხწელიწად-ნახევარი, ზოგიერთი კი ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა უკრაინისა და უკრაინელებისთვის. დღეს ახალი ენერგია გვჭირდება და ეს ნაბიჯები მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებას უკავშირდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მნიშვნელობასაც.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ “მთავრობის დიდი გადატვირთვა” გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც, მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის 50%-ზე მეტი შეიცვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები