“უკრაინის გამარჯვება მხოლოდ აშშ-ზე, ბრიტანეთზე, საფრანგეთსა და გერმანიაზეა დამოკიდებული” – ზელენსკი

დღეს უკრაინას ოთხი ქვეყანა აწვდის ან შეუძლია მიაწოდოს შორ მანძილზე მოქმედი ის იარაღი, რომელიც ქვეყანას მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენაში დაეხმარება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია კონკრეტულ სახელმწიფოებზე, კერძოდ აშშ-ზე, დიდი ბრიტანეთზე, საფრანგეთსა და გერმანიაზე.

“მხოლოდ ეს ოთხი ქვეყანა ან გვაწვდის, ან შეუძლია მოგვაწოდოს შორ მანძილზე მოქმედი ის იარაღი, რომელიც დაგვეხმარება რუსეთის განდევნაში ჩვენი ტერიტორიიდან და მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენაში. ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ ადამიანებს. და სწორედ ამ ოთხ სახელმწიფოზეა დამოკიდებული ჩვენი ძალა ამ პრობლემების გადაჭრაში“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები