პუტინს “უკვდავების ელექსირის” შექმნა სურს

პუტინმა “უკვდავების ელექსირის” შექმნასთან დაკავშირებით ბრძანება გასცა,- ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

მკვლევრები კრემლის ოფიციალური პირების მოთხოვნაზე შეშფოთებას გამოთქვამენ, რადგან ასეთი წამლის შემუშავებას, შესაძლოა, წლების და მილიარდების კაპიტალი დასჭირდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაბერების საწინააღმდეგო საშუალებების სწრაფად შესაქმნელად, ქსოვილების და ორგანოების დასაბეჭდად 3D ბიო-პრინტერებს იყენებენ. ასევე, უჯრედოვანი დაბერების წინააღმდეგ სპეციალური მეთოდები იქნება გამოყენებული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინი ხანდაზმული მეგობრებით არის გარშემორტყმული, ესენი არიან: რუსეთის სენატის სპიკერი ვალენტინა მატვიენკო (75), საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (74), FSB უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვი (72) და SVR ჯაშუშის უფროსი სერგეი ნარიშკინი (69).

რუსეთის პრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვების შედეგად, ხელისუფლებაში ყოფნას მინიმუმ 2036 წლამდე აგრძელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, ის უკვე ოთხმოც წელს მიაღწევს. The times-ი ვარაუდობს, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან ხელისუფლებას პროცესის დაჩქარება სთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები