უკრაინის პარლამენტმა დმიტრო კულებას გათავისუფლების საკითხის განხილვა გადადო
უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო,- ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის წევრი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.
“კულებას შემთხვევაში რაღაც გეგმის მიხედვით არ წავიდა. საკითხის განხილვა შეჩერდა. კულება ჯერ ისევ რჩება საგარეო საქმეთა მინისტრად“, – თქვა მან.
შეგახსენებთ, კულებამ უკრაინის უმაღლეს რადას გადადგომის შესახებ განცხადებით დღეს მიმართა.