ლავროვი აშშ-ის მიერ კიევისთვის შორი მანძილის რაკეტების შესაძლო მიწოდებაზე: ჩვენს წითელ ხაზებთან ხუმრობა საჭირო არ არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კომენტარი გააკეთა განმეორებით საუბრებზე უკრაინაში ამერიკული რაკეტების მიწოდების შესახებ.

“ვაშინგტონი კვეთს იმ საზღვრებს, რაც მან დააწესა კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხებში. ჩვენს წითელ ხაზებზე ხუმრობა არ არის საჭირო, ამერიკელებმა ეს მშვენივრად იციან”,- განაცხადა ლავროვმა.

Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არსებობდა ინფორმაცია კიევისთვის ამერიკული JASSM რაკეტების მიწოდების შესახებ. ლავროვმა კი იმედი გამოთქვა, რომ შეერთებულ შტატებში უკრაინისთვის შორი მანძილის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით გონივრული ძალები გაიმარჯვებენ.

ინფორმაციისთვის, JASSM არის მაღალი სიზუსტის საკრუიზო რაკეტა, რომელიც შექმნილია სამიზნეების განადგურებისთვის ამინდის ყველანაირ პირობებში და დღის ნებისმიერ დროს. წყაროების მიხედვით, ამ რაკეტების დიაპაზონი, მოდიფიკაციის მიხედვით, 370-დან 1000 კმ-მდე იცვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები