ესტონეთის თავდაცვის მინისტრი:არ არის გამორიცხული, რუსეთი ნატოს რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას

რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ესტონეთისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის და არაა გამორიცხული, რუსეთი ნატოს რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას,- ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა.

“რუსეთი საფრთხეა არა მხოლოდ ესტონეთისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის და როცა არსებობს საფრთხე, უნდა არსებობდეს ჩვენი პასუხიც. ამ პასუხის ძიებისას უნდა გავაცნობიეროთ, რომ ერთადერთი, რაც რუსებს ესმით, არის ძალის ენა“,- განაცხადა პევკურმა.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყნები მზად უნდა იყვნენ რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმისთვის.

პევკურმა მაგალითად მოიყვანა უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნა რუმინეთში და რუსული რაკეტების დაფიქსირება პოლონეთის ტერიტორიაზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ესტონეთი სამხედრო წარმოებას აძლიერებს და თავდაცვის ხარჯებს ზრდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები