სერბეთის ვიცე-პრემიერი – “ჩვენი ქვეყანა არასდროს გახდება ნატოს წევრი”
სერბეთი არასდროს გახდება ნატოს წევრი, ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ვულინმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, სერბეთი რუსეთის არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორია, არამედ რუსეთის მოკავშირეცაა. ზუსტად ამიტომ განვიცდით დიდ წნეხს დასავლეთისგან. თუმცა, სერბეთი, რომელსაც ალექსანდარ ვუჩიჩი მართავს, არასდროს გახდება ნატოს წევრი“, – თქვა მან.
ვულინმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სერბეთი არასდროს შემოიღებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და საკუთარ ტერიტორიებს ანტირუსული ოპერაციებისთვის არ გამოიყენებს.
“სერბეთი არ გახდება ანტირუსული ისტერიის ნაწილი“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.