ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას აპირებს

ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას აპირებს და პოლტავაზე რუსული თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებს უსამძიმრებს,- ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი კვლავ ერთგულია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის მხრივ, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალების კუთხით.

პოლტავაზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას, რომლის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 298 დაშავდა, ევროკავშირმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ადასტურებს რუსეთის განზრახვას, განაგრძოს თავისი სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები