“ჩვენი რეიტინგი დამაჯერებელ წარმატებას აჩვენებს” – ირაკლი ქადაგიშვილი

“ჩვენი მიზანია, არჩევნები კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს. ჩვენი რეიტინგი დამაჯერებელ წარმატებას აჩვენებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

ქადაგიშვილის განმარტებით, მმართველი გუნდი დაინტერესებულია, რომ არჩევნების პროცესი დადებითად იყოს შეფასებული.

“ჩვენი ინტერესია არჩევნების მშვიდ და წყნარ გარემოში ჩატარება, ოპოზიცია კი წინასწარ სიტუაციის დაძაბვისთვის ემზადება. ვიღაც ფიქრობს, რომ 2020 წლის არჩევნები მოხდა და აღარ უნდა გავიხსენოთ, მაგრამ უპრეცედენტო შეტევა და თავდასხმა იყო. ამას საფუძვლად არაფერი ედო, თუმცა გაგრძელება მაინც მოჰყვა. იძულებული გაგვხადეს, შარლ მიშელის ფარგლებში ანტიკონსტიტუციურ შეთანხმებაზე მოგვეწერა ხელი. ვიღაცას ეს ზღაპარი ჰგონია, მოხდა და აღარ არის, მაგრამ დღეს ხელისუფლებაზე ზეწოლას ვერ ხედავთ? – ყოველგვარი პროვოკაციის თაობაზე წინასწარ იქნება განცხადება გაკეთებული”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები