ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს, ჰან ჩჟენს შეხვდა.
მოლაპარაკებები ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა, რომელსაც ჩინეთის დელეგაციის ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.
როგორც შეხვედრის დაწყებისას პუტინმა განაცხადა, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა.
“ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებმა უპრეცედენტოდ მაღალ დონეს მიაღწია. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონთაშორის თანამშრომლობასაც“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა წელს გამართულ შეხვედრებზე მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწიეს.
“ჩინეთი მზად არის, რუს პარტნიორებთან სრულფასოვნად, კეთილსინდისიერად განახორციელოს ორი ლიდერის მნიშვნელოვანი შეთანხმებები, ხელი შეუწყოს ჩვენი თანამშრომლობის დონის მუდმივ ზრდას“, – განაცხადა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა.