ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაბომბვის თავიდან ასაცილებლად, IAEA-სგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან (IAEA) კონკრეტულ ნაბიჯებს მოელის, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმები თავიდან აიცილოს,- ამის შესახებ TASS-ს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის წარმომადგენელმა განუცხადა.

სადგურის წარმომადგენელმა მთავარ ამოცანად ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა.

“ჩვენი მთავარი ერთობლივი ამოცანა IAEA-სთან არის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული უსაფრთხოებისა უზრუნველყოფა, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების თავიდან ასაცილებლად, როგორც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე“, – განაცხადა ატომური ელექტროსადგურის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები