აშშ-მა “ჰამასის” ლიდერებს 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა

შეერთებულმა შტატებმა “ჰამასის” ლიდერს, იაჰია სინვარს და დაჯგუფების კიდევ რამდენიმე ცნობილ ფიგურას გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელში განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა,- ამის შესახებ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში განაცხადეს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, „ჰამასის“ ექვს წევრს შვიდი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობა, ტერორიზმის დასაფინანსებლად შეთქმულება და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება.

როგორც ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ბრალდება თებერვალში იქნა წარდგენილი და დალუქული იყო, რადგან იუსტიციის სამინისტრო იმედოვნებდა, რომ შეძლებდა ჰანიეს და სავარაუდო შეთქმულების სხვა წევრების შეერთებულ შტატებში დაკავებას.

აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის განცხადებით, 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს „ჰამასმა” მოკლა 1200-ზე მეტი ადამიანი და ჰოლოკოსტის შემდეგ, ებრაელების ყველაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა განახორციელა.

„ჯგუფი ასევე ხელმძღვანელობდა „ჰამასის“ მცდელობებს, რომელიც მიმართული იყო ისრაელის სახელმწიფოს განადგურებისა და ამ მიზნის მხარდასაჭერად მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისკენ”, – აღნიშნა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები