დონალდ ტრამპი: უკრაინა დანაკარგების შესახებ ტყუის, მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტია

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის დამალვაში დაადანაშაულა.

ტრამპის თქმით, მათი რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ხალხი ფიქრობს.

„როდესაც ვუყურებ ნგრევას, შენობებს, ვფიქრობ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება. ისინი ტყუიან რაოდენობის შესახებ, ცდილობენ შეამცირონ ის. დაანგრიეს საკმაოდ დიდი შენობები და ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა მიიღო უმნიშვნელო დაზიანებები. არა, ბევრი ადამიანი დაიღუპა. ამ შენობებში ხალხია და როგორც კი იწყება ნგრევა, მათ არანაირი შანსი არ აქვთ“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები