ეგვიპტის პრეზიდენტი დღეს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი დღეს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

გამოცემის თქმით, ეს 12 წლის განმავლობაში თურქეთში ეგვიპტის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება.

„შეხვედრაზე განხილული იქნება თურქეთ-ეგვიპტის ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის შესაძლო ერთობლივი ნაბიჯები“, – ნათქვამია თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორმხრივი ურთიერთობების გარდა, საუბარი მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ საკითხებს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები