უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის რეგიონში, ერთ დღეში, 20-ზე მეტ დასახლებას დაესხნენ თავს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბელგოროდის რეგიონის 24 დასახლებულ პუნქტს ჭურვებით შეუტიეს,- ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა რეგიონის მასშტაბით 130 ჭურვი გაისროლეს.

“ბელგოროდის რაიონის სოფლებში დაზიანებულია ოთხი კერძო სახლი, ოთხი მანქანა და ელექტრომომარაგების ხაზი.

ბორისოვის ოლქის სამ დასახლებაში ხუთი დრონი გაუშვეს. დაზიანდა ოთხი ბინა ერთ კორპუსში, ოთხი კერძო სახლი და ადმინისტრაციული შენობა“, – წერს გუბერნატორი ტელეგრამის არხზე.

გლადკოვის თქმით, ვოლოკონოვსკისა და გრეივორონსკის რაიონში, ხუთ დასახლებულ პუნქტს 65 საბრძოლო მასალითა და 1 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები