მარია ზახაროვა ნატოს აფრთხილებს – “კიევის ქმედებებზე მოსკოვის რეაგირება მტკივნეული იქნება”
მოსკოვი აფრთხილებს ნატოს ქვეყნებს, კიევის მხრიდან ახალი ტერორისტული ნაბიჯების შემთხვევაში რეაგირება მოახდინონ,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ევროკავშირის პოლიტიკოსები კარგავენ რეალობის აღქმას და საერთოდ არ ფიქრობენ კონფლიქტის შემდგომი სახიფათო ესკალაციის რისკებზე, თუნდაც საკუთარი ინტერესების კონტექსტში“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, კიევის ქმედებებზე რუსეთის პასუხი მტკივნეული იქნება.
„გვსურს გავაფრთხილოთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ევროკავშირში, ნატოში, საზღვარგარეთის ქვეყნებში, რომ კიევის რეჟიმის მხრიდან აგრესიული ნაბიჯების შემთხვევაში, რუსეთის პასუხი მყისიერი და ძალიან მტკივნეული იქნება“, – ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ.