ირლანდიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი საიმონ ჰარისი კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ვიზიტი რუსეთის მიერ პოლტავაზე შეტევის შემდეგ მოხდა.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ უკრაინაში ვიმყოფები, რათა პრეზიდენტ ზელენსკისგან ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მოვისმინო და თავად დავინახო, რა გავლენას ახდენს ომი უკრაინელების ცხოვრებაზე”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ცნობილია, ირლანდიის ლიდერი რუსეთის მიერ დაბომბილ ტერიტორიებს ეწვევა და ასევე უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

ჰარისი უკრაინის დედაქალაქში ორმხრივი შეხვედრის დროს, ზელენსკისთან მხარდაჭერისა და თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ შეთანხმებას მოაწერს ხელს.

ირლანდია ემზადება, უკრაინისთვის ახალი დაფინანსება გამოაცხადოს. ირლანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ 36 მილიონი ევროს პაკეტი აუცილებელ ჰუმანიტარულ დახმარებას უზრუნველყოფს, ხელს შეუწყობს რეაბილიტაციას, საბოლოო რეკონსტრუქციას, უკრაინის გრძელვადიან მიზნებს, მათ შორის მშვიდობას, სტაბილურობას და პოლიტიკურ მისწრაფებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები