თეთრი სახლი – უკრაინის დაბომბვაზე: ჩვენ გავაგრძელებთ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ფოკუსირებას
აშშ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ფოკუსირებას გააგრძელებს და უახლოეს კვირებში კიევს დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მან პოლტავაზე რუსეთის მორიგი მასიური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო უკრაინელებს სამძიმარი გამოუცხადა.
“ეს არის კიდევ ერთი შემზარავი შეხსენება პუტინის სისასტიკისა უკრაინის ხალხის მიმართ, როგორ ცდილობს ისინი დასაჯოს რუსეთში შეჭრის გამო. ამას ის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით და მათი ცხოვრებისა და საარსებო წყაროს გართულებით აკეთებს”,- განაცხადა კირბიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვლავ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას, მათ შორის, იმ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შესაძლებლობების მიწოდებით, რაც მათ სჭირდებათ თავიანთი ქვეყნის დასაცავად.