მაია ფანჯიკიძე: ღარიბაშვილის სიტყვა იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი, რომელიც წარმოთქმულა გაეროს ტრიბუნიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი, რაც გაეროს ტრიბუნიდან წარმოთქმულა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის სიტყვაზე მთელმა მთავრობამ იმუშავა.
“პრემიერის სიტყვა მომზადდა ერთობლივად, ეს ყველას ნამუშევარი იყო, ყველა სამინისტროდან, ყველა უწყებიდან იყო მესიჯები, რომლებიც შემდეგ სიტყვად ჩამოყალიბდა. ჩვენ ამ სიტყვაზე ფაქტობრივად გამოსვლის ბოლო წუთამდე ვმუშაობდით, და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი სიტყვა იყო, რომელიც წარმოთქმულა გაეროს ტრიბუნიდან”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე. გასულ კვირას ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები