რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა – დაიღუპა, სულ მცირე, ორი ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ლვოვი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 23 დაშავდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გამოყენებულ იქნა Shahed-136/131-ის ტიპის კამიკაძე დრონები, Х-101/555-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები, Калибр-ის ტიპის საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები, Х-22-ის ტიპის ზებგერითი ფრთოსანი რაკეტები და სავარაუდოდ, Х-47М2 Кинжал-ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტები.
ლვოვის მერის მტკიცებით, რუსული რაკეტები ქალაქის რკინიგზის სადგურის მახლობლად დაეცა. სადგურთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ სახლებში ხანძარია.
რუსებმა გვიან ღამით აგრეთვე პოლტავის, ოდესის, ვოლინის და როვნოს ოლქები დაბომბეს.