მედია: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თანამდებობიდან გადაყენება იგეგმება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თანამდებობიდან გადაყენება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, სავარაუდო შემცვლელი საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის პირველი მოადგილე ანდრიი სიბიგა იქნება.

წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ მთავრობაში შესაძლოა სხვა საკადრო ცვლილებები განხორციელდეს.

თუმცა, ცვლილებები არ შეეხება უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს და ის თავის თანამდებობაზე დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები