სტეფანჩუკი: სამი მინისტრის გადადგომის თაობაზე განცხადებები მივიღეთ
უკრაინის უმაღლესმა რადამ სამი მინისტრის გადადგომის თაობაზე განცხადება მიიღო, – ამის შესახებ რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით, გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს: უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების საკითხების მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ, და უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელეცმა.
როგორც სტეფანჩუკმა აღნიშნა, ყველა განაცხადი მომდევნო პლენარულ სხდომაზე იქნება განხილული.
„ასევე გადადგომის შესახებ განცხადება შემოვიდა უკრაინის სახელმწიფო საკუთრების ფონდის თავმჯდომარისგან ვიტალი კვალისგან. ყველა განცხადება ერთ-ერთ უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული“, – წერს სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში.