პოლტავაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა

პოლტავაზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაცია გენერალურმა პროკურატურამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფის ფაქტზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლი)  დაწყებულია წინასწარი გამოძიება.

გამოძიების თანახმად, 2024 წლის 3 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ პოლტავაზე საჰაერო თავდასხმა, სავარაუდოდ, ორი „ისკანდერ-მ“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს. მტერმა სასწავლო დაწესებულებასა და მიმდებარე საავადმყოფოს დაარტყა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები