ისრაელის პრემიერ-მინისტრი – “ბრიტანული იარაღით ან მის გარეშე, ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს”
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა ბრიტანეთის გადაწყვეტილება, შეაჩეროს იარაღის ზოგიერთი კომპონენტის გაყიდვა, რომელსაც ისრაელის ჯარები ღაზაში იყენებენ,- ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
„ბრიტანეთის სამარცხვინო გადაწყვეტილება არ შეცვლის ისრაელის მტკიცე განწყობას, დაამარცხოს „ჰამასი“, გენოციდური ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც სასტიკად მოკლა 1200 ადამიანი, მათ შორის ბრიტანეთის 14 მოქალაქე“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, ლონდონმა იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება საექსპორტო ლიცენზიების შემოწმების შემდეგ მიიღო.
“ბრიტანული იარაღით ან მის გარეშე, ისრაელი გაიმარჯვებს ამ ომში და უზრუნველყოფს ჩვენს საერთო მომავალს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.