თუ მონღოლეთი პუტინს არ დააპატიმრებს, ევროპარლამენტის წევრები ბორელის რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ევროპარლამენტის წევრებმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელის მოუწოდეს, რეაგირება მოახდინოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყნის, მონღოლეთის ქცევაზე, თუ მონღოლეთი არ დააპატიმრებს ვლადიმირ პუტინს.
“თუ მონღოლეთი არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, ევროკავშირმა უნდა გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი მონღოლეთს დიპლომატიური და ეკონომიკური ზომების სახით.
მონღოლეთის უარი პუტინის დაპატიმრებაზე შექმნის პრეცედენტს და გაუხსნის გზას სხვა ქვეყნებს, რათა შერჩევითად გამოიყენონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერები“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ურმას პაეტი აცხადებს, რომ მონღოლეთს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, საერთაშორისო სამართლის გარანტი გახდეს.
“ჩვენ უბრალოდ უნდა შევასრულოთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნა – დააკავონ დამნაშავე პუტინი და გადაიყვანონ ჰააგაში”,- აღნიშნა ურმას პაეტმა.