უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მონღოლეთი, ვლადიმერ პუტინის ქვეყანაში შეშვებით, ომის დანაშაულებზე მის პასუხისმგებლობას იზიარებს

მონღოლეთმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქვეყანაში შეშვების გადაწყვეტილების მიღებით, მის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობა გაიზიარა,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, გეორგი ტიხი აცხადებს, რომ მონღოლეთის უარი, შეესრულებინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სისტემისთვის მძიმე დარტყმაა.

“მონღოლეთმა ბრალდებულ დამნაშავეს უფლება მისცა, მართლმსაჯულებას გაქცეოდა, რითაც გაიზიარა პასუხისმგებლობა მის ომის დანაშაულებზე. ვიმუშავებთ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ამას შედეგები მოჰყვეს“, – წერს უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები