პუტინი: მონღოლეთთან ურთიერთობა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია
მონღოლეთთან ურთიერთობა რუსეთისთვის პრიორიტეტია, ახლა ორი ქვეყნის წინაშე ურთიერთობების დივერსიფიკაციის ამოცანა დგას,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„დღეს რუსეთისთვის მონღოლეთთან ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. გვაქვს თანამშრომლობის განვითარების კარგი შესაძლებლობები. ჩვენ მხარს დავუჭერთ რეგიონთაშორისი კონტაქტების შემდგომ განვითარებას“, – აღნიშნა პუტინმა.
შეგახსენებთ,რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში 2 სექტემბერს ჩავიდა.