მონღოლეთმა განაცხადა, რომ პუტინი რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებულების გამო არ დააკავეს

მონღოლეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრძანება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ იმის გამო არ შეასრულა, რომ ქვეყანა რუსეთზეა ენერგეტიკულად დამოკიდებული,- ამის შესახებ მონღოლეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.

“მონღოლეთი ნავთობპროდუქტების 95%-ს და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტს ჩვენი უშუალო მეზობლებიდან შემოაქვს (მათ შორის მხოლოდ ორია: რუსეთი და ჩინეთი) ეს მარაგი ჩვენი და ჩვენი ხალხის არსებობის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტია“,- აცხადებენ მონღოლეთის მთავრობაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მონღოლეთი დიპლომატიურ ურთიერთობებში ყოველთვის ნეიტრალიტეტის პოლიტიკას იცავდა.

ინფორმაციისთვის, 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ეს არის რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც ამ სასამართლოს წევრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები