ლამანშის არხში, ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 12 მიგრანტი დაიღუპა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ ლამანშის სრუტეში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა.

“დაღუპულთა რიცხვი 12-ს შეადგენს, ორი დაკარგულია და რამდენიმე დაშავებული”, – წერს დარმანინი X-ზე.

საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ დაღუპულთა რაოდენობის რიცხვის დაზუსტებას და დეტალებს ინფორმაციის მიღებისთანავე გაავრცელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები