ბანგლადეშში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა
დღეს, ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა, მილიონობით ადამიანი ჯერ კიდევ რაიონებშია ჩარჩენილი, – ინფორმაციას Reauters-ი ავრცელებს.
წყალდიდობამ, რომელიც გამოწვეულია მასშტაბური წვიმებით, დაახლოებით ხუთი მილიონი ადამიანი დააზარალა. 580 000-ზე მეტი ოჯახი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ 11 რაიონში ცხოვრობს და მოსახლეობა საჭიროებს საკვებს, სუფთა წყალს, მედიკამენტებს და მშრალ ტანსაცმელს.
ხელისუფლება ახლა ყურადღებას წყლის გადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებაზე ამახვილებს, რაც ხშირია ასეთი კატასტროფების შედეგად.
ჯანდაცვის სერვისების გენერალურმა დირექტორატმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაახლოებით, 5000 ადამიანი დიარეის, კანის ინფექციების და გველის ნაკბენის შემთხვევების გამოა ჰოსპიტალიზებული.