ზელენსკი: პოლტავაზე რუსული იერიშის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა

პოლტავაზე რუსული იერიშის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 180-ზე მეტი დაიჭრა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დარტყმა ორი ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა.

“დანგრეულია კომუნიკაციების ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა. ხალხი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი. სამწუხაროდ, ბევრი დაღუპულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, სამაშველო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ფილიპ პრონინმა პოლტავას რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები